აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მეგონა, რომ საგანგებო სხდომას მოიწვევდით და მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებდით ხვალ, - ასე მიმართა ცოტა ხნის წინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს და მის თანაგუნდელებს.
„თქვენ ხართ ტყვეობაში აყვანილი ფარცხალაძის და სუბელიანის მიერ“, უთხრა ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს და მოუწოდა მას და მის თანაგუნდელებს გაემიჯნონ ფარცხალაძეებს და სუბელიანებს.
„მოვიტყუები და არ ვიქნები გულწრფელი, თუ ვიტყვი, რომ მქონდა რამე სხვა მოლოდინი, რომ ახლა მოვისმენდი თქვენგან, ბ-ნი პარლამენტის თავმჯდომარისგან იმას, რისი მოსმენაც უნდა საზოგადოებას. შესაძლებელია, ქვეყანაში არსებობს რაღაც ჯგუფი ადამიანების, რომელსაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ერთი დღით მაინც გამოხვიდოდით ვიწროპარტიული ინტერესებიდან და ამ „ქართული ოცნების" როლიდან და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებდით განცხადებას, მაგრამ ამ ადამიანებსაც გაუცრუვდათ ეს იმედი. მე არ გამტყუვნებთ არც ერთ თქვენგანს ვინც აქ ხართ იმიტომ, რომ თქვენ უბრალოდ არანაირი ბერკეტი არ გაქვთ, რომ გავლენა მოახდინოთ არაფორმალურ დაჯგუფებებზე, რომლებიც მართავენ ქვეყანას - გულახდილად გეუბნებით....
ხალხო, გუშინდელი ჩანაწერები თუ კიდევ არ არის იმის დამადასტურებელი, რომ ამ ქვეყანას მართავენ არაფორმალური დაჯგუფებები - შეიარაღებული, რომლებიც მჭიდრო კოორდინაციაში არიან მინისტრებთან - სუბარი განსაკუთრებით, გახარია - და ამის თქვენ არ გჯერათ, რაზე უნდა ვისაუბროთ....
მოწყვეტილი ხართ რეალობას, აბსოლუტურად მოწყვეტილი ხართ რეალობას. ზაზა სარალიძის შვილის მკვლელო დღემდე დასჯილი რატომ არ არის, ეს ვერ გავიგეთ გუშინდელი ჩანაწერებიდან? ერთი თვე დაახლოებით რომ ათენებს და აღამებს რუსთაველის გამზირზე....
„ნაციონალური მოძრაობა" 2012 წელს იმიტომ არ უნდოდა საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ უნდოდა უკეთესი და არა უარესი. წარმატებები რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, ის უნდა გაგეგრძელებინათ და არ უნდა გაგეათმაგებინათ გადაცდომები. რეალურად სახელმწიფო ჩააბარეთ ფარცხალაძეს, სუბელიანებს და ა.შ....
მე მეგონა რომ აქ დადგებოდა საკითხი, რომ საგანგებო სხდომას მოიწვევდით და მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებდით ხვალ... თქვენ ჰყავხართ ტყვეობაში აყვანილი ფარცხალაძეს და სუბელიანს. ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წევრი უფრო დაცულია ვიდრე თქვენ... გაცილებით მავნებელი ხელისუფლება ხართ, ვიდრე ოდესმე ამ ქვეყანას ჰყოლია. ბანდიტების ხელში ხართ, ხალხო", მიმართა ნიკა მელიამ უმრავლესობის წევრებს.
„ნაციონალური მოძრაობა - ეს უბედურება ძალიან მალე უნდა დასრულდეს“, ასე უპასუხა კობახიძემ მელიას დაამატა, რომ „ნაცმოძრაობა გამოირჩეოდა, წამებებით, ბიზნესის რეკეტით და ეს სეპქტაკლი მალე დასრულდება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.