სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს
15-10-2018, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

 


მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის კლიმატური ცვლილებები, როგორიცაა წყალდიდობები ან ხანძრები, საფრთხეს წარმოადგენს.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თემა. ბუნების დაცვა, არამხოლოდ ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. კლიმატური ცვლილებები ეხება ყველას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ წყალდიდობებს, ხანძრებს. ჩვენი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს. უცხოეთში ყველა კონფერენციებში, სადაც მსჯელობენ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, თქვენი წარმომადგენელი ვიქნები. პრეზიდენტის წასვლა ასეთ კონფერენციებზე აჩვენებს ყველას, რომ ქვეყანა ამ ბრძოლაში ჩართულია. საქართველო მრავალფეროვანი ბუნების მქონეა, მთელი მსოფლიოსთვის ღირებულია აქაური ფაუნა და ფლორა.. ამიტომაც, მნიშვნელოვანია დავიცვათ ის და მოვითხოვოთ ჩვენი პარტნიორების დახმარება ამ რეგიონს მოცემულობაში აქვს ეკოტურიზმი, ეკოპროდუქტები, რაფტინგი და ბევრი სხვა და ამ ყველაფრის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, სპორტი, რომელიც ველურ ბუნებაში ძალიან კარგად ვითარდება. მათ შორის ცხენოსნობა, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი სპორტული სახეობა და არ მესმის თუ რატომ არ არის საქართველოში მეტად განვითარებული, არადა ნამდვილად ზის ჩვენს ხასიათში და ნაკლემ მნიშვნელობას ვანიჭებთ მას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი