„საუბედუროდ, ოლიგარქებმა ქართული სახელმწიფო გამოამწყვდიეს სარდაფში, რის შედეგადაც, მართლმსაჯულება, წესები და კანონები აღესრულება მიწისქვეშეთში, რომ რაც შეიძლება მეტი მილაირდი ააწაპნონ ქვეყანას და ჩვენს ხალხს, ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის" ხელმძღვანელი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებაში გაკეთებულ ფარულ აუდიოჩანაწერს.
„ჩემი გაპრეზიდენტება ბოლოს მოუღებს ქაოსს და ქართველ ხალხს დაუბრუნებს თავის სახელმწიფოს, ამოიყვანს მას მიწისქვეშეთიდან მზისქვეშეთში", ამბობს პრეზიდენობის კანდიდატი.
„საუბედუროდ, ყველაფერთან ერთად, დაბრუნდა ძველი დრო, შექმნილია უკანონო შეიარაღებული ფორმირებები. ის არ შეუქმნიათ მარტო ფარცხალაძესა და გუშინ ნაჩვენებ სუბელიანს, ასეთი ფორმირებები ჰყავთ ოლიგარქთა მთელ რიგ წყებას. ბეჟუაშვილების, ოქუაშვილების უკანანო შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ, ატერორებენ ქვემო ქართლს და მოქმედებენ ცენტრალურ ბიზნესშიც გასაკონტროლებლად და წილების „დასათრევად“.
უკანონო პირადი არმიები ჰყავთ ვითომ ბიზნესმენ ჩოჩელს და ჩვენი ანაბრების ქურდ ჩხარტიშვილს.
ვიქტორ ჯაფარიძე აკონტროლებს ე.წ. სვანურ შეიარაღებულ ფორმირებებს და სხვათა შორის, რუსეთთან ერთად. მამაცაშვილი - ივანიშვილის ბანდიტი დეიდაშვილი და საქართველოს დამაქცევარი ფლობს უკანონო შეირაღებულ სპეცრაზმს.
ღარიბაშვილ-თამაზაშვილის ჯგუფი ასევე შეიარაღებულია კბილებამდე; ცნობილი „ზარალა“, რამიშვილი კვლავ აგრძელებს შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელობასაც მილიარდების შოვნასთან ერთად.
უკანონო შეიარაღებული ფორმირებები ყავთ კაზინოების მაფიის წევრებს უგულავას და პარლმენტის წევრ ისკო დასენს. კალაძეს ჰყავს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება, განსაკუთრებით, ენერგეტიკის ყოფილი სამინისტროს სპეცრაზმიდან. ხაზარაძეს - თიბისი ბანკის მმართველს - აღვირახსნილ ბანდიტსა და მძარცველს ჰყავს შეიარაღებული ფორმირება.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო დაშლილია ფეოდალურ სამთავრობოებად, შეიარაღებულ ფორმირებებად. ჩვენ უნდა ავწიოთ დავითის დროშა და ყველა ბაღვაშს 28 -ში პოლიტიკრად წავაწყვიტოთ თავები. ეს შანსი გვაქვს უნდა გამოვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ბანდები დაასრულებენ საქართველოს ისტორიას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არასოდეს მოხდება იმდენად დიდია, იმდენად მაგარია ქართველი ხალხი", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.