ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ეხმაურება გლდანის მე-8 დაწესებულებაში ჩაწერილ იმ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი არაერთ სკანდალურ საკითხზე საუბრობს.
ზაზა სარალიძის თქმით, აუდიოჩანაწერის საშუალებით ნათლად გამოჩნდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე არის „შეკერილი"მირზა სუბელიანისა და არაერთი მაღალჩინოსნის მიერ.
„მივაღწიე იმას, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე შეკერილი, იყო მირზა სუბელიანის ჩართულობით შეკერილი და ძალიან ბევრი მაღალჩინოსნების ჩარევით, თუნდაც შაყულაშვილი, რომელიც რამდენიმე დღეში მოხსნეს თანამდებობიდან და დააწინაურეს, გაანეიტრალეს ასე რომ ვთქვათ, რომ იერიში არ მისულიყო შაყულაშვილზე, დანიშნეს ვიღაც კაპანაძე არაადამიანი, რომელიც რაღაც სისულელე განმარტებებს აკეთებდა. დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არამარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს", განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.