გლდანის მე-8 დაწესებულებაში ჩაწერილ იმ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი არაერთ სკანდალურ საკითხზე საუბრობს, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება და ხელისუფლებას „კრიმინალთა ხროვას" უწოდებს.
„დღეს თავიანთი ენით და თავიანთი პირით თქვეს, რის ჩამდენები არიან და რაზე წამსვლელები არიან, რა სისასტიკეს სჩადიან ქართველი ერის წინააღმდეგ... ხელისუფლება არ არის ეს, ეს არის კრიმინალთა ხროვა, ეს დღეს დათო სარალიძის საქმეზე, მაგრამ რომ გაიხსნას ცოტათი მაინც თემირლანის საქმე, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ მთელ მსოფლიოს შოკში ჩააგდებს", ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.