პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში საკადრო ცვლილებებს აანონსებს და აცხადებს, რომ შესაძლოა თანამდებობა თავდაცვის მდივანმა მატისმა დატოვოს
15-10-2018, 19:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ თეთრი სახლი ქაოსს აქვს მოცული და აღნიშნულს „მცდარს“ და „ყალბ ახალ ამბებს“ უწოდებს.

 


CBS-ის გადაცემა „60 წუთისთვის“ თეთრ სახლში მიცემულ ინტერვიუში ტრამპი ამბობს, რომ ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები იქნება, იქ ახალი ადამიანები მივლენ და ამჟამად დასაქმებულთა ნაწილს წასვლა მოუწევს.

 


პრეზიდენტმა თქვა, რომ მას „დიდებული კაბინეტი“ ჰყავს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებითაც ის კმაყოფილი არაა.

 


ჟურნალისტის, ლესლი სტოლის არაერთგზის დაჟინებული შეკითხვის მიუხედავად, ტრამპმა არ დაასახელა ის მაღალჩინოსნები, ვისითაც იგი უკმაყოფილოა.

 


შეკითხვაზე - რას იტყოდა გენერალ მატისზე და დატოვებს თუ არა ის თავდაცვის მინისტრის პოსტს? - ტრამპმა უპასუხა: „არ ვიცი. მას ამის შესახებ არ უთქვამს ჩემთვის. მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს... ვფიქრობ, რომ იგი „დემოკრატის“ ტიპისაა, თუ გინდათ რომ იცოდეთ სიმართლე. მაგრამ გენერალი მატისი კარგი კაცია. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვეწყობით. მან შესაძლოა დატოვოს თანამდებობა. ვგულისხმობ იმას, რომ რაღაც ეტაპზე, ყველა ტოვებს, ყველა. ადამიანები ტოვებენ. ეს არის ვაშინგტონი.

 


ჟურნალისტის მორიგ შეკითხვაზე - პირველმა ლედიმ, მელანიამ თქვა, რომ ჯერ კიდევ არიან ადამიანები თეთრ სახლში, რომელთაც ის არ ენდობა და თქვენც არ უნდა ენდოთ მათ - ტრამპმა განაცხადა: „მეც იგივე განცდა მაქვს. მე არ ვენდობი ყველას თეთრ სახლში, მე შენთან პირდაპირი ვიქნები... მე არ ვარ ბავშვი. ეს მკაცრი საქმეა. ეს სასტიკი ადგილია. ვაშინგტონ დი-სი სასტიკი ადგილია, სასტიკი ადგილი. თავდასხმები, ცუდი ენები, შენს ზურგსუკან ლაპარაკი. მაგრამ ჩემ გზაზე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ“.

 


„ახლა მე თავს ძლიერ ვრგძნობ პრეზიდენტად... ჩემი მეგობრებიც კი არ მეძახიან დონალდს - ისინი მეძახიან ბატონო პრეზიდენტო. და მე ვამბობ, „გეთაყვა. შეგიძლიათ მოდუნდეთ?“

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი