„ქართული ოცნების" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დასრულდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა საგამოძიებო ორგანოს შენობა რამდენიმე წუთის წინ ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ჯაფარიძე გამოკითხეს იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ.
დეპუტატმა პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან, მირზა სუბელიანთან გლდანის მე-8 დაწესებულებაში ვიზიტი „რუსთავი 2"-თან სატელეფონო ინტერვიუში დაადასტურა.
მანვე თქვა, რომ სუბელიანს საპატიმროში მას შემდეგ შეხვდა, რაც შეხვედრის თხოვნით პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თავად მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.