სახალხო დამცველი: მირზა სუბელიანი ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე საუბრობს, რისი მონაწილეც, როგორც ჩანს, თავადაც არის
15-10-2018, 19:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გავრცელებული ჩანაწერების საკითხზე მირზა სუბელიანი სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მირზა სუბელიანს მასთან მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მისი შვილის უფლებები დაცული ყოფილიყო.

 

 

სუბელიანი აცხადებს, რომ მისი ფაქტორიდან გამომდინარე მოხდა შვილთან დაკავშირებით თავდასხმები. ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, სუბელიანი აცხადებს, რომ საკანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ლომჯარიამ აღნიშნა, რომ პატიმრის უფლებები დარღვეულია ჩანაწერებთან დაკავშირებით და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

 

 

„მირზა სუბელიანი თვლის, რომ მისი შვილის უფლებები იყო დარღვეული და სახალხო დამცველთან თხოვნა ჰქონდა, რომ შვილის უფლებები ამ პროცესში ყოფილიყო დაცული.

კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით სად, როგორ მოხდა, ამაზე არ უსაუბრია. ჩვენი ინტერესის საგანი იყო, გვენახა, რამდენად იყო დაცული მისი უსაფრთხოება, რაზეც განგვიცხადა, რომ საფრთხეს არ გრძნობს.  საკანში სათვალთვალო კამერის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ყველა კითხვა, რაც ეხებოდა გავრცელებულ ჩანაწერებს, უპასუხოდ დატოვა. ვთვლი, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის დანაშაულის ნიშნის შემცველი ფაქტების შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ჩანაწერებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება წამებას, არასრულწლოვნების ცემის ფაქტს, რაზეც თავად სუბელიანი საუბრობს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა და გამოძიების დაწყება. ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე საუბრობს, მათ შორის, როგორც ჩანს, თავადაც არის მონაწილე. თუმცა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მტკიცებით ფორმატში, რადგან ამ ყველაფერს ნამდვილად სჭირდება გამოძიება. დაირღვა პატიმრის უფლებები, ამასთანავე, შინაარსთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ამ ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანთან შეხვედრისას არის გაკეთებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი