გიგი წერეთელმა ბინალი ილდირიმთან შეხვედრისას განაცხადა: „ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგის წარმართვის და მრავალმხრივი დიპლომატიის მხარდაჭერას“
15-10-2018, 20:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების, მიგრაციის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს.

 

 

ერთ-ერთ განსახილველ თემას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის გაღრმავება და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც გაუსვევს ხაზი.

 

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ანტალიაში გამართულ ევრაზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების რიგით მესამე შეხვედრას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

 

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იდეალური გარემოა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს ერთმანეთთან ხიდების მშენებლობაში ეხმარება. მაშინ როდესაც, მთავრობებს შორის ნდობის ეროზიის შემთხვევები დგებოდა, ეუთოს პარლამენტარები აქტიურად აგრძელებენ აღებული ვალდებულებების შესრულებას. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგის წარმართვის და მრავალმხრივი დიპლომატიის მხარდაჭერას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

ევრაზიის ქვეყნების სპიკერების შეხვედრას 20 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და 17 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია დაესწრო.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი