საქართველოს რეგიონალური ტურნირის „მოყვარულთა ლიგის“ ჩემპიონი ფეხბურთში ადიგენის „ზარზმა“ გახდა.
14 ოქტომბერს ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე ,,მოყვარულთა ლიგის" ფინალური შეხვედრა გაიმართა ფეხბურთში ადიგენის ,,ზარზმა"-სა და ახალქალაქის ,,არარატი"-ს შორის.
შეხვედრა ადიგენის ,,ზარზმა“-ის გამარჯვებით 3 : 2 დასრულდა, ამრიგად გამოვლინდა „მოყვარულთა ლიგა“- ის რეგიონალური ტურნირის ჩემპიონი და გადავიდა ფინალურ ეტაპზე სადაც მონაწილეობას მიიღებს ,, მოყვარულთა ლიგა“-ის საქართველოს პირველობაზე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ადიგენის, ,,ზარზმას“ ჩემპიონობას და შემდეგ ეტაპზე უსურვებს წარმატებებს.
ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.