„მართლდება ის ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილს გასაქცევად აქვს საქმე და ჰგონია რომ ეს [სალომე ზურაბიშვილი] დაულაგებს საფრანგეთში მერე მას საქმეს, რადგან საფრანგეთს მოქალაქეა და ბიძინა ივანიშვილის სახელს და მის თავს გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყანა?!“ განაცხადა პაატა ბურჭულაძემ გადაცემა „არჩევანში“.
სახელოვანმა საოპერო მომღერალმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს, „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის საქართველოს პატრიოტი, ვერ მეტყველებს ქართულად, საქართველოს ისტორია მხოლოდ მოყოლით და წიგნებიდან იცის და შესაბამისად, არანაირი მორალური უფლება არ აქვს საქართველოს პრეზიდენტი იყოს.
„ვერ წარმომიდგენია, ვინ შეიძლება მისცეს ხმა სალომე ზურაბიშვილს, ვერ წარმომიდგენია და მისი სურათები რომ არის, სადაც არ გაივლი, ავტობუსის გაჩერებაზე, ავტობუსზე, პლაკატები. თუ გინდათ ოჯახებში შეიტანეთ და საწოლ ოთახში დაუკიდეთ სურათები, ხმას მაგას მაინც არავინ არ მისცემს. და მე ყველას მინდა მოვუწოდო: საქართველოს მოქალაქეებო, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, ამ ბანდას, ეს არის ბანდა, მავნებლების ბანდა, ნუ გადავაყოლებთ ჩვენს ქვეყანას. ვისაც გინდათ მიეცით, მე გრიგოლ ვაშაძეს ვაძლევ ხმას. ვისაც გინდათ მიეცით ხმა, - ეს არის დანაშაული, მისცეთ ხმა სალომე ზურაბიშვილს“, აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.