საქართველოს მოქალაქე სამი მცირეწლოვანი ბავშვის ერაყის ციხიდან საქართველოში დაბრუნების მისია წარმატებით დასრულდა
16-10-2018, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის მაისში საქართველოს იუსტიციის მინიტრის მიერ ბაღდადის ციხეში ვიზიტისას წამოწყებული ჰუმანიტარული მისია საქართველოს სამი მოქალაქის - 6, 5 და 2 წლის ბავშვების საქართველოში დაბრუნების მიზნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, წარმატებით დასრულდა.

 


„ჩვენ ვერ ვიქნებით სახელმწიფო, რომელიც თავის ბავშვებს უცხო ქვეყნის ციხეში მიატოვებს,“ - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და ფასდაუდებელი უწოდა იმ ძალისხმევას, რომელიც ერაყის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გრიგოლ ტაბატაძის, საერთაშორისო ორგანიზაციების - “UNICEF”-ისა და “ICRC”-ის ერაყის ოფისების მიერ იქნა გაწეული.

 

 

 


13 ოქტომბერს, ერაყის ციხიდან საქართველოს მოქალაქე სამი მცირეწლოვანი ბავშვი საქართველოში, ბებია-პაპის ოჯახში დაბრუნდა. ერაყიდან ჩამოსულ ბავშვებს იუსტიციის მინისტრი თავის შვილთან ერთად დახვდა აეროპორტში. საქართველოს 25 წლის მოქალაქის შ.ს.-ის ტრაგიკული ისტორიის შესახებ იუსტიციის მინისტრისთვის ერაყში საქართველოს ელჩის, გია ტაბატაძისგან ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1993 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე შ. ს-ს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა, ერაყის რესპუბლიკაში ბრძოლებში დაღუპული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ტერორიზმში ბრალდებული პირის მეუღლის სტატუსის გამო. ტერორიზმში ბრალდებული პირი გარდაცვლილია, ხოლო ადგილობრივი კანონების მიხედვით საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალი მეუღლის სტატუსის ქონის გარდა სხვა არაფერში ედება, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ, მან დაიწყო სამართლებრივი პროცესი საქართველოს მოქალაქის სამი მცირეწლოვანი შვილის ციხიდან გამოსახსნელად და ბებია-პაპისთვის დასაბრუნებლად. ამ მიზნით 2018 წლის მაისში იუსტიციის მინისტრი ბაღდადს ეწვია, სადაც ის თავის ერაყელ კოლეგას, იუსტიციის მინისტრ ჰეიდარ ალ ჯამილის შეხვდა და პირადად სთხოვა აღნიშნულ საქმეში დახმარება.

 


„ერაყის ქალთა ციხეში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი მოქალაქე ქალი იხდის სასჯელს მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ამ დაბრუნებით ჩვენ შევქმენით მაგალითი ბევრი დიდი ქვეყნისთვისაც კი, რადგან ამავე ციხეში ჩვენი მოქალაქის გვერდით ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქე ქალი იხდის სასჯელს შვილებთან ერთად,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


ბაღდადში მდებარე ერაყის ქალთა ცენტრალურ ციხეში შ.ს.-სთან ერთად სასჯელს იხდიან სხვადასხვა სახელმწიფოს (რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის და სხვ.) მოქალაქე ქალები შვილებთან ერთად, რომელთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. მათ შორის საქართველოს მოქალაქე მხოლოდ შ.ს.-ა, რომელიც დაბადებულია საქართველოში და მისი ოჯახი დღესაც საქართველოში ცხოვრობს. ბავშვების საქართველოში გადმოყვანის საკითხი საჩქარო იყო იმის გამოც, რომ ერაყის კანონმდებლობით, მალე, ასაკიდან გამომდინარე, მათ აღარ ექნებოდათ საპყრობილეში დედასთან ერთად ცხოვრების უფლება და ადგილობრივ ბავშვთა სახლში გადაიყვანდნენ. 2018 წლის 23 მაისს ბაღდადის ქალთა ციხეში იუსტიციის მინისტრი პირადად მივიდა შ.ს.-ის მოსანახულებლად და მისგან მოისმინა დასტური, რომ მზადაა, თავისი შვილები საქართველოში გამოუშვას, რისთვისაც მინისტრს დახმარება სთხოვა.

 

 

ამავე ვიზიტის დროს, საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ ბავშვების საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო ეტაპზე − საქართველოს მოქალაქე შ.ს.-ის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის პერსპექტივაზე ერთობლივად მუშაობის შესახებ. ბავშვების საქართველოში დაბრუნების ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად შეიქმნა სპეციალური სამუშაო უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი და რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტო. საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებთან ერთად შ.ს. -ის შვილების ჩამოყვანაში ჩართული იყვნენ „UNICEF“-ისა და „ICRC“-ის ერაყის ოფისები. დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

 


ბავშვებს დაუდგინდათ საქართველოს მოქალაქეობა და დაუმზადდათ პასპორტები;

 

 

 


ბაღდადის სასამართლომ მიიღო გადაწყეტილება ბავშვების დედისაგან განცალკევების თაობაზე და ნება დართო ქართულ მხარეს, 2018 წლის 19 ოქტომბრამდე ბავშვები გაიყვანონ ერაყის რესპუბლიკის ტერიტორიიდან;

 

 

„Unicef“-ის დახმარებით მოხდა ბავშვების ფსიქოლოგიური მომზადება დედასთან განსაშორებლად და საქართველოში გამოსამგზავრებლად;

 

 

„Unicef“-მა უზრუნველყო ბავშვების ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტამდე უსაფრთხო ტრანსპორტირება;  2018 წლის 13 ოქტომბერს სამი არასრულწლოვანი დაბრუნდა საქართველოში. ზემოაღნიშნულ ჰუმანიტარულ მისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის, ერაყში დოკუმენტების მომზადების, ბაბუისა და სოციალური მუშაკების ერაყის რესპუბლიკაში ვიზიტის, ერაყის სასამართლოს მიერ ბავშვებთან დაკავშირებით დადგენილი ჯარიმის თანხები საქართველოს მთავრობამ გაიღო.

 


ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 76
#76   Jaunita
      
References:


Trusted BPay casinos Australia pad.froscon.org
დღეს, 13:28
#75   Rodger
      
References:


MiFinity casino real money Australian dollars MiFinity casino
გუშინ, 08:37
#74   Newton
      
References:


$1 payid pokies safe payid pokies australia
27 ოქტომბერი 2026 04:09
#73   Tara
      
References:


Australian wire transfer casinos wire transfer casino withdrawal time Australia
23 ოქტომბერი 2026 17:11
#72   Bette
      
References:


Best online casinos with wire transfer payment https://pad.batsense.net/
23 ოქტომბერი 2026 04:47
#71   Charles
      
References:


Licensed wire transfer casino Australia australian direct bank transfer
casinos
23 ოქტომბერი 2026 04:24
#70   Layne
      
References:


International casinos accepting neosurf australia international casinos accepting neosurf australia
22 ოქტომბერი 2026 10:57
#69   Oren
      
21 ოქტომბერი 2026 16:44
#68   Mia
      
References:


Online casino paypal liste escrever.coletivos.org
21 ოქტომბერი 2026 04:50
#67   Tabatha
      
References:


Bpay accepted pokies https://androidonly.com/
18 ოქტომბერი 2026 16:31
#66   Sabina
      
References:


Neosurf safe casino australia neosurf
alternative payment methods casino
15 ოქტომბერი 2026 19:00
#65   Chau
      
References:


Neosurf cash out casino australia http://halcom.cn
15 ოქტომბერი 2026 16:32
#64   Gia
      
References:


BPay pokies no deposit bonus roadwiki.site
14 ოქტომბერი 2026 20:10
#63   Jackie
      
References:


Free spins bpay pokies australia http://www.lezcc.com
14 ოქტომბერი 2026 19:51
#62   Flora
      
References:


Safe osko casinos osko
slot machines australia
14 ოქტომბერი 2026 05:25
#61   Cortney
      
References:


New australian bank transfer casinos direct
bank transfer casino australia
14 ოქტომბერი 2026 04:53
#60   Jess
      
References:


Online pokies that accept payid http://www.bzsbs.cn/
14 ოქტომბერი 2026 02:22
#59   Art
      
References:


Real money casino australia neosurf https://git.arteneo.pl/
14 ოქტომბერი 2026 01:08
#58   Vivian
      
References:


Top neosurf online casinos australia online gambling australia neosurf
13 ოქტომბერი 2026 23:51
#57   Dustin
      
References:


Australian casino bank withdrawal https://docs.monadical.com/H677vhJOQ5qdj51uQIf8QQ
13 ოქტომბერი 2026 21:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი