„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მოქმედი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის გეგმების განმახორციელებელია, რასაც როგორც ნიკა გვარამია მიიჩნევს, ქვეყანაში შეიარაღებული ბანდფორმირებების არსებობა ადასტურებს. გვარამია ამბობს, რომ სწორედ ასეთი ბანდფორმირებების ჩამოყალიბებაა „რუსული ფენომენი", რაზეც გლდანის მე-8 დასწესებულებაში გაკეთებულ აუდიოჩანაწერში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საუბრობს.
„მოგვწონს ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არა, თუ ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმი არის დამნაშავე და ჩვენ გუშინ ვუყურეთ, რომ ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი, აქ გვაქვს საუბარი გაცილებით მძიმე დანაშაულებზე, რომელიც ოდესმე კი წაუყენებიათ „ნაციონალური მოძრაობისთვის,“ ერთ ჩანაწერში არის ეს აკუმილირებული და ეს არ არის დასასრული. ერთ ჩანაწერში არის აკუმილირებული დანაშაულების მთელი წყება - წამება, გატაცება, ძალით მოპოვება მტკიცებულებების, რეკეტი ბიზნესის, შეიარაღებული ბანდფორმირებები, ეს მაინც არ ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ვიდაოთ დანარჩენზე.... შევარდნაძის დროს რაც არ ხდებოდა - ჩემთვის საძულველი შევარდნაძე ამით საქართველოს ისტორიაში შევიდა - ევროპასთან დაახლოებით და მხედრიონის მოსპობით. შევარდნაძემ რაც დაასრულა 1995 წელს, ის ხდება დღეს საქართველოში, ოღონდ უფრო განშლილად....
ყველაფერს გავაკეთებ, „რუსთავი 2"-ს კი არა, ჩემი სისხლის უკანასკნელ წვეთს გამოვიყენებ იმისთვის, რომ აფხაზეთზე იმის მთქმელი, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა და ომთან, მე როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ვინც დავიწყე ყველა საერთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ, სიცოცხლეს დავთმობ საკუთარს, რომ ადამიანი, რომლის წიგნები და გამონათქვამები ჰააგაში წარდგენილია საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებებად, ის ვერ გახდეს ქვეყნის პირველი პირი,“ განაცხადა ნიკა გვარამიამ გადაცემაში „არჩევანი" ჩართვისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.