გია ხუხაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ წააგო ბრძოლა სისტემასთან, ხოლო ბიძინა ივანიშვილი აღარ არის უკვე ლიდერი და იგი ამ სისტემის ერთ-ერთი ჭანჭიკია, რომელსაც აღარაფრის შეცვლა აღარ შეუძლია
16-10-2018, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წააგო ბრძოლა სისტემასთან და იგი არის მისი მძევალი, პატიმარი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი „აღარ არის უკვე ლიდერი“, და იგი „ამ სისტემის ერთ-ერთი ჭანჭიკია“, რომელსაც „აღარაფრის შეცვლა აღარ შეუძლია“. აღნიშნულის შესახებ ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

 


„ჩვენ ახლა ვიმყოფებით პროცესში, როდესაც „ქართული ოცნება საბოლოოდ კარგავს ერთადერთ ინსტრუმენტს ხელისუფლებაში ყოფნისა, ანუ მორალურ უპირატესობას „ნაციონალურ მოძრაობაზე“. სხვა ინსტრუმენტი მათ აღარ დარჩათ არანაირი. იყო, აი, ეს ნეგატიური გზავნილი და ფაქტობრივად, ახლა მიმდინარეობს ე.წ. ოპერაცია ბუმერანგი ანუ ყველაფერი ის, რაშიც ბრალდებული იყო ნაციონალური მოძრაობა ჩვენს მიერ, ყველას მიერ მათი მმართველობის პერიოდში, ბუმერანგივით უტრიალებენ ახლა ყველაფერს და სამწუხაროდ ამის გარკვეული საფუძველიც იქმნება.

 


„ფაქტობრივად, ქართულმა ოცნებამ წააგო ბრძოლა სისტემასთან, ანუ სისტემამ გაიმარჯვა უკვე, ქართული ოცნება არის მისი მძევალი, პატიმარი... სისტემა მუშაობს უკვე თავის თავზე და თქვენ წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილიც აღარ არის უკვე ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი არის ამ სისტემის ერთ-ერთი ჭანჭიკი, ერთ-ერთი რიგითი თანამონაწილე, მეტი აღარაფერი. ეს ჩანს ამ განვითარებული პროცესებიდან, როდესაც აბსოლუტური ქაოსია. „ქართული ოცნება“ რეაგირებს კონკრეტულ საქმეზე - გამოქვეყნდა რაღაცა, მერე რაღაცა და მოიფიქრეს რაღაცა „ჭკვიანური“... ანუ რეაგირების რეჟიმში არიან. ვერ ხვდებიან მარტივ რაღაცას, რომ პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს და ამას სჭირდება სისტემური პასუხი, არა რეაგირების რეჟიმში მორიგი სისულელეების შეთხზვა, არამედ სისტემური პასუხი სჭირდება.

 

 

„მთავარი ილუზია, მთავარი დანაშაული ქართული ოცნების ის გახლდათ, რომ სულ ილუზიაში ცხოვრობდნენ. ოცნება ილუზიას უკავშირდება და სახელი იყო თვითონ დაღდასმული და გარდაუვალი იყო ეს რაც მოხდა. ძალიან მომწონდა ეს სახელი, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ეს იყო ფატალური, მისტიური შეცდომა, ჩვენი ყველასი. იმიტომ რომ, ამ ილუზიაში აღმოჩნდა ქართული ოცნება, რომ შეეძლო კონტრაქტზე ხელი მოეწერა იმ სისტემასთან და ჰქონოდა იმის მცდელობა, რომ მართავდა აი ამ მანკიერ მექანიზმს, რასაც კოლექტიური მურუსიძე ერქვა, და სხვათაშორის, რომლის მართვასაც ახერხებდა სააკაშვილი, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ, მართვა რომ აღარ შეეძლო, ადგა და მანქანის მართვა რომ ვერ მოახერხა, რულის ტრიალი და დაპიპინება ისწავლეს და საბოლოო ჯამში ამ ბოროტმა მანქანამ ისინი მძევლად აიყვანა და ბიძინა ივანიშვილი გაანულა ფაქტობრივად, აქცია ერთ-ერთ მონაწილედ. მე ეჭვი მეპარება, მას შეუძლია, კიდევ რამე შეცვალოს?! და მგონია რომ აღარაფრის შეცვლა აღარ შეუძლია“, განაცხადა ხუხაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი