საქართველოს პრეზიდენტისთვის, ექსპორტის მიზნით, მარიხუანას კულტივაციისა და წარმოების დაწყების იდეა მიუღებელია.
როგორც ცოტა ხნის წინ, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ნარკოტიკული საშუალებების წარმოების შესახებ „ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას ორი ძირითადი მიზეზის გამო ეწინააღმდეგება.
„საზოგადოებამ იცის და ეს მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ვარ ლოიალური ნარკომომხმარებლების მიმართ. არამარტო პოლიტიკური განცხადება გამიკეთებია, არამედ არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია და არ მიმაჩნია, რომ ნარკომომხმარებლები არ უნდა ისხდნენ ციხეში და არ უნდა იხდიდნენ სასჯელს, როგორც კრიმინალები. ამ ფონზე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა საქართველოში და მიუღებელია ორი მთავარი პოზიციიდან გამომდინარე: პირველი - თუ ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროლებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და ბევრად უფრო მეტი ადამიანი, სავარაუდოდ, გახდება ამ სენის მსხვერპლი. მეორე - საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა - ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, რისთვისაც ჩვენ გვაფასებენ, რის გამოც ჩვენ მხარს გვიჭერენ და რის გამოც ჩვენ გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს რთული შედეგები. საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის, ვერც სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მწარმოებელი ქვეყანა. ეს იარლიყი არ შეიძლება მიეწეროს ჩვენს სამშობლოს", განაცხადა პრეზიდენტმა, მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.