პრეზიდენტმა ქართულ ჯარს მიმართა: პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს, რადგან ხართ სიმტკიცე, რომელზეც ქვეყანა და ერი დგას
16-10-2018, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი ქართულ ჯარს მიმართავს. როგორც ცოტა ხნის წინ, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ჯარის საკითხი „შემაშფოთებელი" იყო იმ პოლიტიკური დებატების პირობებში, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებსაც შეეხო.

 

 

„დღეს, იმ ადამიანებს მინდა მივმართო, ვინც იარაღით ხელში ჩვენს ქვეყანას იცავს და აგრძელებს ტრადიციას, რომელმაც საქართველო დღევანდლამდე მოიყვანა. მინდა, მოგმართოთ ქართველ ჯარისკაცებს, მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, თქვენი წმინდა მოვალეობაა დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იყოთ მტკიცე თქვენი სიცოცხლის და პროფესიონალიზმის მეშვეობით მოქალაქეების დაცვაში. არასდროს არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს უფლება, გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი არის ის უფლება, რაზეც შენდება სახელმწიფო. თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე იყო და იქნება დაფასებული, ამის თაობაზე კითხვები არ დაისმევა.

 

 

ქართველი ხალხი მადლიერია თქვენი თავგანწირვის და თქვენი თანამებრძოლების მიერ სამშობლოსთვის შეწირული სიცოცხლის. ამ პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს, იცოდეთ, რომ საქართველო, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც უსამართლოდ და უსაფუძვლო ომში იქნა თავდასხმის ობიექტი, ამ სამსახურს მოქალაქეები გიფასებენ და მადლიერები არიან ამისთვის. ამ ნაწილში მინდა, რომ პოლიტიკური მღელვარება თქვენ არ გადაგედოთ, რადგან თქვენ ხართ სიმტკიცე, რომელზეც ქვეყანა და ერი დგას”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი