სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დონეზე განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი დიასპორისთვის ორმაგი მოქალაქეობის გარანტიების შექმნაში, განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მცხეთაში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ჯაშის თქმით, თუკი საქართველოდან წასული ემიგრაცია მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში კარგავდა მოქალაქეობას და წყდებოდა ჯაჭვი საქართველოსთან, სალომე ზურაბიშვილის დამსახურებით, ორმაგი მოქალაქეობის საკითხი აბსოლუტურად სხვაგვარად დარეგულირდება და ავტომატურად მოქალაქეობის გაუქმება აღარ მოხდება.
„ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ისევ იქნება სრულყოფილი წევრი ჩვენი საზოგადოების და მთლიანად ჩართული იმ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ეს არის მისი მხრიდან დამტკიცებული საქმე, რომ მას შეუძლია საზოგადოების, ქართული დიასპორის გაერთიანება და დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სწორედ ასეთი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გთხოვთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი თანადგომით, ქალბატონი სალომე ამ ურთულეს ბრძოლას მიიყვანს გამარჯვებამდე", განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.