„წესით ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? იმიტომ რომ სარალიძე აწვებათ. სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან. ეს გა......ი ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს, მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო“, ეუბნება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში მსჯავრდებული მირზა სუბელიანი გლდანის ციხის საკანში მასთან მისულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს.
„ისიც ხომ იცი, სარალიძეს თემაა არაა მინელებული... რუსთაველის ამბები ჩემამდეც მოდის... მე ხომ ვიცი ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ. ეგ არაა კაცური საქციელი, არ ვიმსხურებ მე მაგას. გადაეცი ვიღაც გა.......ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავს-თქო. როგორ და დაინტერესდნენ მაგით. როგორ და ყველაფერს ვიტყვი“, განაგრძობს მირზა სუბელიანი.
იხილეთ პროკურატურის მიერ გავრცელებული 7-წუთიანი აუდიოჩანაწერი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.