პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუბელიანის ადვოკატმა განუცხადა.
„მას გუშინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა და მგონი ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია.... ის 4 თვეა სამარტოო საკანშია და ამ ყველაფერმა ალბათ ერთად იმოქმედა. ჩანაწერის დეტალებზე არც ჩვენთან არ უსაუბრია", განაცხადა ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მირზა სუბელიანის გამოსაკითხად გლდანის მერვე დაწესებულებაში დღეს პროკურორები შევიდნენ, თუმცა, დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, დაკითხვა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.
სუბელიანის გამოკითხვა იმ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით იგეგმებოდა, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი არაერთ საკანდალურ საკითხზე საუბრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.