დავით ნარმანია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
02-07-2015, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია 1991-2015 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.


სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრისა და ფონდ „ღია საზოგადოება- საქართველოს“ ერთობლივად მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია 1991-2015 წლებში განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები. დოკუმენტის პირველ ნაწილში საუბარია საქართველოში 1991-2012 წლებში თვითმმართველობის სისტემის განვითარების ტენდენციებზე. ასევე, შეფასებულია დეცენტრალიზაციის განვითარების პროცესი. ანგარიშის მეორე ნაწილი კი ეხება რეფორმების მზადების ეტაპს, 2013 წლის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მომზადებისა და მიღების პოლიტიკურ პროცესს, 2014 წელს ახალი ორგანული კანონის მიღების შემდგომ რეფორმის მიმდინარეობას და არსებულ პრობლემებს, შეფასებულია ამ სფეროში არსებული ვითარება 2015 წლის იანვრის მდგომარეობით და რეფორმების განვითარების პერსპექტივები.


თბილისის მერის თქმით, საქართველოში თვითმმართველობის სისტემა დღეს ევროპულ მოდელს უახლოვდება. ნარმანიას განცხადებით, გარანტირებულია თვითმმართველობის დამოუკიდებლობა, ადგილობრივი ხელისუფლება რეალურად არის ხალხთან. ნარმანიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა თვითმმართველობებში მერებისა და გამგებლების არჩევა.


„ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს თვითმმართველობის რეფორმა. მუშაობის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ წარსულში დაშვებული შეცდომები და გავიზიაროთ წარმატებული მაგალითები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ანგარიში 2013 წელს დაწყებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის“ ფარგლებში მომზადდა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭრას, თვითმმართველობის სფეროში არსებული სიტუაციის ანალიზს და რეფორმის პროცესის მონიტორინგს, რეფორმის შესახებ საზოგადოებისა და მედიის ინფორმირებულობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი