სალომე ზურაბიშვილი: ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ რაღაც ქარტიაზე ხელმოსაწერად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, თუმცა თავს ვერ იკავებენ და მაინც ლანძღავენ
16-10-2018, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ, განაცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კასპში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

 


სალომე ზურაბიშვილის შტაბის ცნობით, შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. შტაბის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი შეეცადა, სალომე ზურაბიშვილისთვის სიტყვით გამოსვლა შეეწყვეტინებინა, სცენასთან მივიდა და განაცხადა:

 

 

„ეს არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ქვეყნის ჯაშუში“. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ახალი ხელწერა არ არის.

 

 

„ეს ადამიანები, რომლებიც დადიან ჩვენ შეხვედრებზე და არღვევენ ყველა წესს, არიან ჩამოყვანილები სხვა ქალაქებიდან. მათ არ აქვთ ბევრი სათქმელი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და ამიტომ მაინტერესებდა, როგორ გააგრძელებდა. დღეს, ასევე შემჩნეულია ყოფილი გამგებლის მოადგილე ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელიც არღვევდა საარჩევნო წესებს და გარემოს. ეს არ არის ახალი, ეს არის იმ პარტიის ხელწერა, რომელმაც ვერ ისწავლა მოქცევა.

 

 

თუ ვაცხადებთ, ევროპელობა გვინდა ან თუნდაც ქართველობა, რომელიც ზრდილობით იწყება, გარკვეული წესები დაცული უნდა იყოს. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შემომთავაზეს, რომ ხელი მომეწერა ქარტიაზე, რომელიც თუ არ ვცდები ერთ-ერთი საელჩოს და ცესკო-ს ერთობლივი ინიციატივა იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს აგვეღო ვალდებულება, კონკურენტებს ერთმანეთისადმი სიძულვილის ენა არ გამოგვეყენებინა. მე ამ ქარტიაზე ხელი არ მოვაწერე, რადგან არასდროს გამილანძღავს ჩემი ოპონენტები.

 

 

ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა, ქართველობა და დანარჩენების ხელმოწერები ჰგავს წარსულში საქართველოსადმი ისტორიულ ხელშეკრულებებზე რუსეთის ხელმოწერებს, მერე რომ არასდროს სრულდებოდა. როგორც მე ვუწოდებ, ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან, ვერ იკავებენ თავს და ერთმანეთსაც ლანძღავენ“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი