დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ ეს იყო დადგმული და პროკურატურა გაეხვია სკანდალში, განაცხადა „რუსთავი 2“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
მან შეკითხვა დასვა, თუ 6 ივლისს მოხდა ამგვარი ინფორმაციის მიღება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მიერ, რატომ არ დაიკითხა ვიქტორ ჯაფარიძე?
ნიკა გვარამიამ მოითხოვა, რომ პასუხისგებაში იყოს მიცემული პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.
გვარამიამ დაანონსა, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ „ძალიან მძიმე“, ახალი ფარული ჩანაწერები იქნება გამოქვეყნებული. „ეს არის სხვა საუბრები“, დააკონკრეტა მან.
„სისტემური დანაშაულის დაფარვის საქმეში ჩაერთო მთელი სახელმწიფო აპარატი და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. პირველი - გუშინვე ჩვენ დავაანონსეთ, ჩემი სტატუსით დაანონსდა და ასევე „კურიერშიც" გავიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერი მზადდებოდა გლდანის ციხეში და ამ ჩანაწერის, ნამდვილად დადგმული ჩანაწერის შინაარსი ჩვენ აბსოლუტურის სიზუსტით ვიწინასწარმეტყველეთ. მართლაც, დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი იმას ადასტურებს, რომ ჩანაწერი იქნა დადგმული და საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვია უმძიმეს სკანდალში და დანაშაულში მთელ სახელმწიფო სისტემასთან ერთად. მეორე - რაც შეეხება საკუთრივ ჩანაწერს, რომელიც საღდება როგორც 6 ივლისის ჩანაწერი, პირველი შეკითხვა - საიდან მოვიდა საერთოდ ეს ჩანაწერი, რატომ არ მარტავს ამას პროკურატურა. ანუ, ფარული მიყურადება პატიმრებზე მიმდინარეობს დღესაც ციხეებში, ანუ მითია ის, რომ დემონტაჟი მოხდა ყველა ფარული ჩანაწერის, რაც ჩვენ საეთეროდაც გვაჩვენეს და დღესაც ციხეებს წინასწარი პატიმრობის საკნებში ფარულად უსმენენ. ამის აღიარება მოხდა დღევანდელი ჩანაწერის გამოქვეყნებით. თუ 6 ივლისს, ხაზს ვუსვამ, მეშვიდე თვეს მოხდა ამგვარი ინფორმაციის მიღება საქართველოს უსაფრთხოების ორგანოების მიერ, რატომ არ აღიძრა საქმე, რატომ არ დაიკითხნენ პირები, ფიგურანტები ამ საქმის, რატომ არ დაიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ჯაფარიძე და რატომ არ დაესვა ყველა ამ ჩანაწერში მოქმედ ფიგურანტს არც ერთი შეკითხვა. მესამე - რატომ არ აცნობა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჯაფარიძემ კომპეტენტურ ორგანოებს აღნიშნულის თაობაზე, რომ მზადდებოდა ფაბრიკაცია ხელისუფლების ყალბ ბრალდებებში მხილების მიზნით. მეოთხე - თუ იცოდა, ბატონმა ჯაფარიძემ, რომ ასეთი რამ მზადდებოდა, რატომ მოხდა ის კიდევ ერთხელ და არა ერთხელ, რასაც ნახავთ მომდევნო ეთერებში, ბატონ სუბელიანთან საკანში და რატომ მიიღო მონაწილეობა მის მიერ წინასწარ გაცხადებული ყალბი ცნობების შემცველი საუბრების დადგმაში. ანუ ისიც თანამონაწილეა ბატონი სუბელიანის - ამ ყველაფრიდან ასე იკვეთება.
და თუ ეს ასე არ იყო, გუშინდელ ინტერვიუში „კურიერთან" რატომ განაცხადა მან, რომ წინასწარი საუბარი არსებობდა, სადაც სუბელიანმა თქვა, რომ ამ ყველაფერს შეთხზავდა, ძალიან მიგნებაა, რომ ზმნა - თხზვა - იცის ბატონმა ჯაფარიძემ, რომლის სამსიტყვიანი ლექსიკური მარაგის შესახებ გაცილებით დაბალი წარმოდგენის ვიყავი. თუ ის ამას ყველაფერს თხზავდა ბატონი სუბელიანი, უკვე გუშინ რატომ არ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ შემდგომი განცხადებები იყო შეთხზული. და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ასევე ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომ 6 ივლისს გაკეთებულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ჩემთვის ყველაფერია ცნობილი, რაც ხდება ახლა რუსთაველზე - დაახლოებით, ასეთია ციტირება თუ სწორად ვციტირებ. საქმე იმაშია, რომ მირზა სუბელიანი დააკავეს 9 ივნისს, ხოლო აქციები რუსთაველზე მორჩა 11 ივნისს. 6 ივლისს არაფერი რუსთაველის გამზირზე არ ხდებოდა და არც ერთი ინფორმაცია მირზა სუბელიანს რუსთაველის გამზირიდან მისაღები არ ჰქონდა. ვერაფერ ახალს იგი ვერ შეიტყობდა რუსთაველის გამზირიდან. დავუბრუნდეთ ჩანაწერის ტექნიკურ ნიუანსებს, ნებისმიერი დამწყები იურისტი, რომელსაც კრიმინალისტიკა ნასწავლი აქვს, გეტყვით, ჩანაწერებში საუბარი არ მიმდინარეობს მუდმივად ერთ ტონალობაში.... სინამდვილეში, საუბრები მიმდინარეობს ტეხილით, ჩვენ ამ საუბარში არ გვხვდება, არ ვისმენთ არც ერთი მონაწილის მიერ ინტონაციის აწევას ან დაწევას, რაც გვანიშნებს იმას, რომ ადგილი აქვს ტექსტის წაკითხვას პირდაპირ ეთერში.
ორივე მხარემ იცის, რომ ისინი იწერებიან განსხვავებით ჩვენი ფარული ჩანაწერისგან, სადაც ეს არც ერთმა მხარემ არ იცის და ხან ჩურჩულებენ, ხან ყვირიან, ხან სხვადასხვაგვარად საუბრობენ. ახალ ჩანაწერში ორივე მხარე ლაპარაკობს ჩამწერი მოწყობილობისთვის განკუთვნილი ტონალობით, დაახლოებით ისე, როგორ ჟურნალისტები საუბრობენ პირდაპირ ეთერში.... საუბრის მონაწილეებმა იციან, რომ ისინი არიან პირდაპირ ეთერში და იციან, რომ მათი საუბარი იწერება. ამიტომაც არიან დაძაბულები, ამიტომაც ცდილობენ არ დაუშვან არანაირი შეცდომა საუბრის დროს და ამიტომაც, ისინი საუბრის პრაქტიკულად არ ბილწსიტყვაობენ....
ზაზა სარალიძის გაშავება არის ამ დადგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ამოცანა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს პროკურატურის და ხელისუფლების აბსოლუტურად ამორალურ და დამნაშავეობრივ სახეს, შვილმოკლულ მამას, რომელიც მთელი ეს თვეებია გამოხატავს პროტესტს და დიახ, ჩვენ მას ამ პროტესტის გამოხატვაში გვერდში ვუდგავართ და ყოველთვის და ყველანაირად დავეხმარებით, ცდილობენ, რომ ის გამოიყვანონ კორუფციის, მოსყიდვის, შანტაჟის და ა.შ. მსხვერპლად თუ ავტორად, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან სამარცხვინოა და ძალიან ცუდად მეტყველებს საქართველოს ხელისუფლებაზე", განაცხადა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.