გარდაბანში 21 ოქტომბერს „გარდაბნობა 2018“ გაიმართება
16-10-2018, 18:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ გარდაბანში, 21 ოქტომბერს, ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა 2018’’ გაიმართება.

 

 

„სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გარდაბანში კერძოდ, თბილსრესის მოედნისა და 9 აპრილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.

 

 

სპეციალურად დამონტაჟებულ 2 სცენაზე, მაყურებლის წინაშე საკონცერტო ნომრებით წარსდგებიან ქართული ესტრადის ახალგაზრდა შემსრულებლები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლები.

 

 

მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, სადაც ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები გამოიფინება.

 

 

მოეწყობა აგრო-პავილიონები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ადგილობრივი ბიოპროდუქტების დაგემოვნება და შეძენა.

 

 

ამავე დღეს, დაჯილდოვდებიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული მოსწავლეები და გამოვლინდებიან საპატიო მოქალაქეები, რომელთაც სპეციალურად დაწესებული ჯილდო გადაეცემათ.

 

 

ღონისძიების ფარგლებში, პატარებისთვის უფასო იქნება სახეზე მოხატვა.

 

 

ღონისძიებას დაასრულებს რეგის, პოპ და ფოლკ-როკის ჟანრის მუსიკის შემსრულებელი ცნობილი ჯგუფი „33ა", რომელიც მაყურებლის წინაშე საათნახევრიანი სპეციალური პროგრამით წარსდგება.

 

 

„გარდაბნობა 2018" გრანდიოზული, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება", ნათქვამია გარდაბნის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი