უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად კვიტაშვილმა განაცხადა. "მე დავწერე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება", - აღნიშნა მან.
ორი დღის წინათ ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა. სააკაშვილის თქმით, დადგა დრო აგრესიული მოქმედების, ეს თვისება კი კვიტაშვილს არ გააჩნია.
„საჭიროა რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს ჯანდაცვის ძველი სისტემის წელში გადატეხვა და ახლის დანერგვა. ახალი მინისტრი გააგრძელებს დაწყებულზე მუშაობას, თუმცა აგერსიულად", - განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.