მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ქალაქ დუშეთში, ყოფილი სამუსიკო სკოლის შენობაში არსებული ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრში, საერთაშორისო სემინარი -,, ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან’’ გაიმართა.
აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორი იყო მერიის, საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის, საბიუჯეტო დაგეგმვის უფროსი და ამავედროულად საქართველოს ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი დუდაური და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი.
სემინარში მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური, ა(აიპ) დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ნადია ბიძინაშვილი, ქ. დუშეთში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი დუდაური და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის პროფესორი ვიდას კავალიუსკასი, ლიეტუვას რესპუბლიკიდან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სპეციალურად მოწვეული სტუმრები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტი ჯემალ დამაცალაშვილი, ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და ტურიზმის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი თინათინ ცოცხალაშვილი. დუშეთის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი მარინა კახიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.
ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები პირველ საჯარო სკოლას ეწვივნენ, მოსწავლეებს სტუმრებმა გააცნეს ლიეტუვური ცენტრის მუშაობა და შესთავაზეს შესაბამისი სასწავლო პროგრამები. ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.