მარია ზახაროვა: რუსეთი არ იყო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი
16-10-2018, 19:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. ვიდეოკონფერენცია მოსკოვიდან ტალინთან, კიშინოვთან და თბილისთან  ერთდროულად გაიმართა.

 

 

მარია ზახაროვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ საუბრობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ორმხირივი ურთიერთობების სრულფორმატიანი განვითარება რუსეთის პოზიციაა. ზახაროვას განცხადებით, რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი არ ყოფილა. 

 

 

„თქვენ მოახდინეთ ბატონი კარასინის ინტერვიუს ციტირება. მე ვერაფერს დავამატებ, რადგან ეს ჩვენი საწყისი პოზიციაა. ჩვენ ვამბობთ, რომ ორმხრივი ურთიერთობების სრულფორმატიანი განვითარება აუცილებელია. ამას სულ ვიმეორებთ და ყველას ვახსენებთ, რომ რუსეთი არ იყო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ორი ერის კავშირები და ინტერესები იმდენად ძლიერია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებშიც კი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები ნელა, მაგრამ ვითარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მხრიდან არსებობს ამ ურთიერთობების განვითარების მოთხოვნა. ამიტომ, ბატონმა კარასინმა ჩვენი მუდმივი პოზიცია გაიმეორა. რუსეთს არ გაუწყვიტია ეს კონტაქტები. რაც შეება დეტალებს, მე პროგნოზს ვერ გავაკეთებ“, განაცხადა მარია ზახაროვამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი