„რაც შეეხება „ომეგას“ საქმეს, აქ კითხვები,მგონი ამოწურულია. თვითონ „რუსთავი2“-იც, ნიკა გვარამიაც კი ვეღარ ბედავს ამ საქმის შეხსენებას, იმდენად მარტივად ჩაეშალათ მათ ის სპექტაკლი, რომელიც წამოიწყეს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება შესაძლო ჩანაწერებს, მისი შეფასებით, ამასთან დაკავშირებით, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
„ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ კაცს უნდოდა 50 მილიონის არ გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. პარტნიორად გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, „რუსთავი 2“, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ნათელია ამ საქმეში, ბუნებრივია, ეს სპექტაკლი ჩავარდა. რაც შეეხება შესაძლო ჩანაწერებს, ამასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება არის ჩემგან შეუძლებელი, დამთავრებულია ეს სპექტაკლი.
რაც შეეხება მიყურადებას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საკუთარ ტელევიზიაში უნდა გამოიკითხოთ, გამომდინარე იქედან, რომ თქვენ დადეთ ფარული ჩანაწერები.
რაც შეეხება მეორე მხარეს, მეორე მხარე თვითონ გაგცემთ პასუხს, მაგრამ თქვენ როცა დებთ ფარულ ჩანაწერებს, თქვენ უნდა მოიკითხოთ საიდან გადის ეს ინფორმაცია”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.