თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის, ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგოს მხარდასაჭერი აქცია იმართება. „შეწყდეს ქალების მოტაცება“, წერია აქტივისტების ბანერზე.
შეკრებილები ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნოს გატაცებული გოგოსა და მისი გამტაცებლის ფოტოები, რათა გოგოს მოძებნაში საზოგადოებამაც შეძლოს ჩართვა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახელმწიფო უნდა გააქტიურდეს ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში. აქციის ორგანიზატორი „ქალთა მოძრაობაა“.
17 წლის გოგო 4 დღის წინ სოფელ ლამბალოში სახლიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტახნის წინ გაავრცელა.
უწყების ცნობით, საქმეზე ამ დრომდე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული არიან მოწმეები, როგორც ჰ.მ.-ს, ასევე სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესავები. გამოიკითხნენ ის პირებიც, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის შესახებ. გამოძიების დაწყების დღიდან ამ წუთამდე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. პოლიციას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.