ქალბატონი ირმა საკმაოდ ხშირად მყავს გამოჭერილი სიცრუეში, – ასე მიმართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ დეპუტატ ირმა ნადირაშვილს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას.
ბესელიამ კოლეგა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და მას "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას ის თანამდებობები შეახსენა, როდესაც ირმა ნადირაშვილი ერთდროულად სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა და ყოველთვიურად ხელფასს იღებდა.
"ქალბატონი ირმა დღესაც ცრუობს. ჩემთან დაკავშირებული არავითარი ფონდი არ არსებობს. არსებობს საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც მოსახლეობას ეკუთვნის – ფოთის აღორძინების ფონდი. ფონდის ბიუჯეტში სულ რაღაც 21,000 ლარია და მისი ეგიდით განხორციელებულია რამდენიმე ძალიან კარგი პროექტი. რაც შეეხება ქალბატონ ნადირაძეს, ირმა 2009 წელს, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა, პარალელურად "რუსთავი 2″-შიც მუშაობდა. მოქმედი კანონმდებლობა საჯარო მოხელის სხვა სტრუქტურაში მუშაობას პირდაპირ კრძალავს. რაც შეეხება პრემიებს, ხელფასის სახით მას აღებული აქვს 28,500 ლარი, ხოლო პრემიების სახით – 22,060 ლარი", – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.