ირაკლი კობახიძე: როდესაც დადგა განაჩენი სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, მარგველაშვილი იყო პირველი, ვინც ხელი დააფარა მიხეილ სააკაშვილს
17-10-2018, 00:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას „იმედის“ გადეცმაში „პირისპირ“ გამოეხმაურა. კობახიძემ განაცხადა, რომ  „ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს იაფფასიანი მცდელობა პარალელი გაავლოს გირგვლიანის საქმესა და ხორავას ქუჩის საქმეს შორის და ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე იაფფასანია მცდელობა ჰქონდა ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ იწოდება საქართველოს პრეზიდენტად“.

 

 

„ყველას გვახსოვს რა იყო გირგვლიანის საქმე. ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა მანქანამ. ეს მკვლელობა რეჟიმმა ჩაიდინა და ბოლომდე აფარებდნენ ხელს შემსრულებლებს და შემდეგ სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ამ ყველაფრის შეფუთვა“  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, ამაში ჩართული იყვნენ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიები.

 

 

„ნაცმოძრაობის“ ყველა პარტიული ტელევიზიაც ამაში იყო ჩართული. ეს იყო უმძიმესი ფაქტი და არანაირი კავშირი გირგვლიანის საქმესა და ხორავას საქმეს შორის არ არსებობს. სამწუხაროა, რომ დღეს გიორგი მარგველაშვილი ჩაერთო ამ იაფფასიან კამპანიაში. გირგვლიანის მკვლელობა ეს იყო მკვლელობა რომელიც ჩაიდინა რეჟიმმა და რეჟიმმა დააფარა ხელი ამ მკვლელობას. შეგახსენებთ, რომ როდესაც დადგა განაჩენი სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, მარგველაშვილი იყო პირველი, ვინც ხელი დააფარა მიხეილს სააკაშვილს. ამას რა შეფასება უნდა მიეცეს არ ვიცი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი