პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუში „პირისპირ“ ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატების იმ დაპირებას შეეხო, რომელიც ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა შეწყალებას პირდება.~
მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული და მათი შეწყალების დაპირება ნიშნავს 2012 წლამდე არსებული რეჟიმის ღირებულებების გაზიარებას.
„რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის დაპირებებს, ბუნებრივია, ის გამომდინარეობს იმ ღირებულებებიდან, რომელსაც ეფუძნება ზოგადად ეს პოლიტიკური მოძრაობა. ეს ღირებულებები ალაპარაკებთ მათ იმაზე, რომ უნდა შეიწყალონ ის ადამიანები, რომლებიც უმძიმეს დანაშაულებში არიან მხილებული. ეს იყო დანაშაულები, რომელზეც იდგა მაშინდელი რეჟიმი. ეს იყო ადამიანის ღირსების ტოტალური შელახვა, ეს იყო წამება, გაუპატიურება, რასაც ჰქონდა ყოველდღიური ხასიათი ციხეებში, თუ მის გარეთ, ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ელიტური კორუფცია, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაული-ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა. რომ არა მათი დანაშაულებრივი და ავანტიურისტული ქმედებები ეს უბედურება ჩვენს ქვეყანას არ დაატყდებოდა თავს. ეს არის ის ქმედებები, რომელიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს და მათ შეწყალებაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ შენ ეფუძვნები იმ ღირებულებებს, რომელზე 2012 წლამდე ის კონკრეტული რეჟიმი იდგა“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.