საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ორგანიზებით, ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური საარტილერიო სწავლება ჩატარდა. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე და 62-ე საარტილერიო ბატალიონების პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები საარტილერიო სროლებს 2S3 და RM70 საარტილერიო დანადგარებიდან ახორცილებდნენ.
სასწავლო საბრძოლო სროლებში III ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონს დაქვემდებარებული ქვედანაყოფები იყვნენ ჩართულები. გეგმიურ და არაგეგმიურ მიზნებზე ორიენტირებული სროლები გათვლის, ოცეულისა და ბატარეის დონეზე განხორციელდა. სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა ცეცხლის მოთხოვნაზე დროული რეაგირების, მიზანზე ზუსტი ცეცხლის წარმოების სავარჯიშოები შეასრულეს და ამ ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო ხერხებს დაეუფლნენ. სასწავლო საბრძოლო სროლები 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან და 152 მმ თვითმავალი ჰაუბიცა "დანა"-დან განხორციელდა.
საარტილერიო სწავლებებს ქვედანაყოფების მეთაურები ხელმძღვანელობდნენ. წვრთნების მიმდინარეობის პროცესს დასავლეთ-სარდლობის შტაბის წარმომადგენლები რეგულარულად ეცნობოდნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.