სალომე სამადაშვილი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას „ძალიან უნიჭოდ დადგმულ პიარსვლას“ უწოდებს
17-10-2018, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატ სალომე სამადაშვილი „ძალიან უნიჭოდ დადგმულ პიარსვლას“ უწოდებს და ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ამბობს, რომ ხელისუფლება, მმართველობიდან 6 წლის თავზე „ქართველი ხალხის მოტყუებას უსინდისოდ ცდილობს, რადგან ქართველი ხალხისთვის სხვა შეთავაზება არ აქვს“.

 


„დღეს, 2018 წლის 17 ოქტომბერია. „ქართული ოცნება“ ქვეყანას ექვსი წელია მართავს, ლარის კურსი 2,68 ნიშნულზეა და ხელისუფლებას ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს, რომელსაც მხარს არავინ არ უჭერს და მმართველი გუნდი არჩევნებს აგებს. ამ რეალობის ფონზე მთავარი პროკურატურის განცხადება ძალიან უნიჭოდ დადგმული პიარსვლაა, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის მოტყუება 2012 წელს შეძლო. დღეს „ქართული ოცნება“ იგივე მეთოდებით მუშაობს და არ გამიკვირდება, ხვალ შეიძლება მოვისმინო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა ვიღაცა სხვისი ბრალია, ან სხვა რაიმე აბსურდული განცხადება, მაგრამ ეს ყველაფერი არის უნიჭო, აბსურდული, ფუჭი მცდელობა და ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ პასუხს 28 ოქტომბერს გასცემს. ხელისუფლება ქართველი ხალხის მოტყუებას უსინდისოდ ცდილობს, რადგან ქართველი ხალხისთვის სხვა შეთავაზება არ აქვს“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი