საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატო-ს ახალ მეკავშირე ოფიცერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ პოლკოვნიკ გინტარას ბაგდონასს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებული საქმიანობა უსურვა და თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებსა და თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხებზე იმსჯელეს.
ლევან იზორია ნატო-ს მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა და ტრანსფორმაციის პროცესში ნატო-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს სტრატეგიული მზადყოფნის მიზნები და ტოტალური თავდაცვის ძირითადი პრინციპები გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთობლივი სამხედრო სწავლებების არსებით მნიშვნელობასა და საუბარი შეეხო 2019 წელს დაგეგმილ „ნატო-საქართველოს სწავლებას“, რომლის დაგეგმვისა და მოსამზადებელი სამუშაოები შესაბამისი სამსახურების აქტიური ჩართულობით წარმატებით მიმდინარეობს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პულისი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.