„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ პრემიერ მინისტრისთვის მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევის თაობაზე მიმართვას აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტის, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის დაკნინებას და „ლოგიკური საფუძველი არსებობს იმისა, რომ ეს მთავრობა გადადგეს თავის პრემიერმინისტრიანად“.
„როდესაც სახელმწიფოს არაფორმალური, არაკანონიერი, კრიმინალური, შეიარაღებული ბანდები მართავენ, რა გასაკვირია, რომ ისინი ცდილობენ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციის დაკნინებას, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის დაკნინებას, რომელსაც უმაღლესი სამართლებრივი ლეგიტიმაცია აქვს ქართველი ხალხისგან. კონსტიტუცია არის პირდაპირ დარღვეული. ლოგიკური საფუძველი არსებობს იმისა, რომ ეს მთავრობა გადადგეს თავის პრემიერმინისტრიანად... ჩვენ რომ ნორმალური პარლამენტი გვქონდეს, სადაც თითებზე ჩამოსთვლელი ოპოზიციონერების გარდა კიდევ იქნებოდა მტკიცედ ოპოზიციური ძალები, ამ საკითხზე გამოძიება იქნებოდა პარლამენტში დაწყებული და უკვე მოითხოვნდენ მთავრობის გადაყენებას“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.