დავით უსუფაშვილი: „შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმება“
17-10-2018, 17:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი მოუწოდებს პრემიერს და მის მთავრობას, გაიზიარონ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ წამოწეული საკითხი მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და ამ სხდომაზე განიხილონ სხვა საკითხიც, „კერძოდ ის, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმება“.

 


„ჩვენთან საპრეზიდენტო არჩევნები აღარ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე და რა გასაკვირია, რომ მთავარ წესს, კონსტიტუციას აღარავინ აღარ კითხულობს. აქ რა წერია, ამას მნიშვნელობა არა აქვსო, გვეუბნება დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებების მსგავსად... ვურჩევდი მთავრობას, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, გაიზიაროს პრეზიდენტის ეს შეთავაზება, ჩაატარონ ეს სხდომა და განიხილონ სხვა საკითხიც, კერძოდ ის, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმება“, აცხადებს უსუფაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი