საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ პრეზიდენტის მონაწილეობით მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევის თაობაზე პრემიერ მინისტრისადმი სამშაბათს გაჟღერებულ მიმართვას, მამუკა ბახტაძის შემდეგ, მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, თუმცა დაამატა, რომ მთავრობის ადმინისტრაციას უარი არ განუცხადებია და მზადაა, საკითხზე იმჯელოს თუკი შესაბამის წერილობით მიმართვას უშუალოდ პრეზიდენტისაგან მიიღებენ და არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისაგან.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, განიხილოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი პრეზიდენტის წინადადება ცალკეული საკითხის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანასთან დაკავშირებით.
„აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. დამატებით საქართველოს კონსტიტუციაში არ არის გათვალისწინებული, რომ შეუძლია პრეზიდენტს მოითხოვოს საგანგებო სხდომის მოწვევა. ამას გავუსვი ხაზი, რადგან მედიაში არაერთგვაროვნად იყო განხილული. 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი, მიმართოს საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში, პროცედურულად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იქნა წერილი გამოგზავნილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე და ეს კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება“, განაცხადა მიქელაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სამშაბათს მიმართა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული და განხილული იქნას შემდეგი საკითხი: „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერების, საზოგადოებრივი წესრიგის და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა და უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებები“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.