სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილის განზრახ მკვლელობის მომზადების ორგანიზებაში მონაწილე პირებთან მიმართებით პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა
17-10-2018, 18:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2018 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გ.მ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის და ამავე საქმეზე ბრალდებულ ლ.ქ.-სა და რ.შ.-სთან ერთად, წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე.

 

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად ბრალდებულებმა ჩაიდინეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეკვეთით, განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მომზადება.

 

 

საქმის მასალების თანახმად ბრალდებულებს, როგორც შსს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესა და სამსახურების უფროსებს დაევალათ ბიზნესმენ არკადი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის შემუშავება. ბრალდებულებმა შეისწავლეს ბიზნესმენის, მისი გარემოცვის, დაცვისა და მისსავე ობიექტებზე მომუშავე პერსონალის გადაადგილების გეგმა, ასევე განახორციელეს შესაბამისი ნებართვის გარეშე მათი საუბრების ფარული მოსმენა-მიყურადება.

 

 

გეგმის თანახმად, არკადი პატარკაციშვილის მოწამვლის, აფეთქების ან ნებისმიერი სხვა ხერხით მისი ფიზიკური ლიკვიდაციის მიზნით ქმედებები განხორციელდა ბიზნესმენის მიერ ქვეყნის დატოვებამდე. 

 

 

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულ გ.მ.-ს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მის მიმართ პატიმრობა გამოიყენა. 

 

 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 4 დეკემბერს გაიმართება.

 

 

ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი