გია ხუხაშვილი: დამგეგმავები დღეს მარტო ციხეში კი არა, პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით... ფარისევლები კი დღემდე ცეკვავენ მის საფლავზე
17-10-2018, 19:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ, ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს და ამ პერიოდში, ბიზნესმენთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს:

 

 

„2007 წლის 3 ნოემბერს დილით ბადრიმ დამირეკა და მთხოვა მასთან მივსულიყავი ოქროყანაში. ძალიან გადაღლილი და თითქოს დაბერებული იყო 2 ნოემბერს მიღებული ემოციების შემდეგ. მითხრა, რომ ძალიან დაიღალა და უნდა წავიდეს. წავიდა და მას შემდეგ ის თბილისში აღარ ჩამოსულა. უკვე 5-ში დამირეკა და ეილათში დამპატიჟა, სადაც გულგახეთქილებმა ერთად ვუყურეთ 7 ნოემბრის მოვლენებს ტელევიზორში. 

 


გეგმავდა თუ არა მაშინდელი ხელისუფლება ბადრის ნეიტრალიზაციას? სავარაუდოდ გეგმავდა. განახორციელეს? სავარაუდოდ არა, რადგან ის საქართველოში აღარ ჩამოსულა.

 


მისი ნეიტრალიზაციის დამგეგმავები დღეს მარტო ციხეში კი არა, ხელისუფლების ყველა შტოში, მათ შორის პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით. ბადრი აღარ არის. ფარისევლები კი დღემდე ცეკვავენ მის საფლავზე“, წერს ხუხაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი