ლევან ბეჟაშვილი: ჩანაწერების გამოქვეყნება უკავშირდება არჩევნებისთვის პოლიტიკური მიზნებით პროკურატურის გამოყენებას
17-10-2018, 20:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ჩანაწერების გამოქვეყნება უკავშირდება საარჩევნო მანიპულაციას და არჩევნებისთვის პოლიტიკური მიზნებით პროკურატურის გამოყენებას. მისივე თქმით, „ნებისმიერი ჩანაწერი თუ დანაშაულებრივი შემთხვევა სათანადო საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ“.

 

 

„ქვეყანაში არის ისეთი ვითარება, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა იმართება კრიმინალური ბანდ-ფორმირებების მიერ. წამებით ხდება მტკიცებულებების განადგურება და ბიზნესების გადანაწილება. ასეთი ვითარების შემქმნელი ხელისუფლება დღეს გვთავაზობს გაუგებარ, 11 წლის წინანდელ ჩანაწერებს, რომელთა მტკიცებულებად მიღება არც საზოგადოებას და არც არავის შეუძლია.

 

 

ამ საქმესთან დაკავშირებით როდესაც არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საგამოძიებო უწყებების დასკვნები, ცხადია, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნება საარჩევნოდ ხდება. როდესაც 11 თვის წინ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე გაუხსნელია და 11 წლის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებებს გამოაგდებ, უკავშირდება საარჩევნო მანიპულაციას და არჩევნებისთვის პოლიტიკური მიზნებით პროკურატურის გამოყენებას.

 

 

გამოძიება დაინტერესებული უნდა იყოს გამოძიების შედეგებით და არა პოლიტიკური პიარით, რასაც სამწუხაროდ, პროკურატურის მხრიდან ვხედავთ. ამ საქმესთან დაკავშირებით ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. ახლა, საპრეზიდენტო პერიოდში რატომ მოხდა მისი გამოქვეყნება, ყველა კარგად ვხვდებით, რა არის ამის კონტექსტი. ვინ უნდა ჩაატაროს გამოძიება, იმ გამოძიებამ, რომელსაც მართავს ოთარ ფარცხალაძე და იმართება იმ მეთოდებით, რაც ამ ადამიანის სახელთანაა დაკავშირებული. საზოგადოებას კითხვებზე პასუხი პროკურატურამაც და ხელისუფლებამაც უნდა გასცენ“, განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი