„კურიერი“ ახალ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება.
ახალ აუდიოფაილში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომელთა მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს.
მათ შორის პირველია სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი. ჩანაწერის მიხედვით, დაკავებამდე სწორედ მისგან მოითხოვდა სუბელიანი პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს და ფარული მასალებით აშანტაჟებდა.
სუბელიანის თქმით, 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მოროშკინას მონაწილეობასა და მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.
მირზა სუბელიანი - ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ძმაო, ესენი არიან ნაცებთან. ეს თემა თუ არ იყოს, შემაფურთხე თვალებში, რასაც ესენი აკეთებენ. ამას ესენი აკეთებენ ხელოვნურად, რომ მე ავფეთქდე, გავგიჟდე, კამერა ჩამოვიღო, ერთი-ორი კონტროლიორი ზემოდან დავაწვინო და მერე თქვან, აი, ხომ ხედავთ რა, მირზამ ვერ გაქაჩაო, ნერვებმა უმტყუნაო. აბა, რისთვის ხდება ეს. თორემ დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ...ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო".
აუდიოფაილში სუბელიანი ამბობს, რომ მობილური ტელეფონი გაგზავნილი აქვს გერმანიაში, გეგმავს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს. მისი თქმით, აქვს მიმოწერა თბილისის ყოფილ პროკურორთან, მიხეილ შაყულაშვილთან.
მირზა სუბელიანი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს კომპრომატები გაასაჯაროოს.
მირზა სუბელიანი - შენ მე შტერი გგონივარ? რომამ, ჩემი და გიოს ძმაკაცი ხომაა. ერთად გავიზარდეთ, ვასკას, რაც მოუვიდა, ის რომ არ ყოფილიყო, დაკავების წინა დღეს წაიღო ტელეფონი და გერმანიაშია. ბო...ლი ვიყო, ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ და ... მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია. კარგი რა, ეგ შემეშლებოდა ახლა მე.
ვიქტორ ჯაფარიძე - შენი და შაყულაშვილი?
მირზა სუბელიანი - აბა, რა!
ვიქტორ ჯაფარიძე - ჩანაწერები?
მირზა სუბელიანი - ყველაფერი ძმაო, იმ დღის მომენტიდან. თხოვნები - აქეთ ამაში დამეხმარე, იმაში დამეხმარე...
ვიქტორ ჯაფარიძე - მიშათი?
მირზა სუბელიანი - აბა რა. მიშა რო
ვიქტორ ჯაფარიძე - მაგის დედა...
მირზა სუბელიანი - მიშა რომ ლაპარაკობს და ტ..კს ათამაშებს. პირდაპირ მიმოწერებია. მაგაზე ვარ გაგიჟებული. თუ კაცი იმას არ ნახავს.
ვიქტორ ჯაფარიძე - შოთაძე რომ ამბობდა, სუბელიანის საქმე გაიხსნებაო..
მირზა სუბელიანი - ბიჭო, ძმაო, არაფერი, ერთი წამი, მაცალე...
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.