რიჩარდ ნორლანდი: გახსოვდეთ, სადაც არ უნდა ვიყოთ, საქართველოს მცირე ნაწილი მუდამ ჩემი და მერის გულში დარჩება
03-07-2015, 01:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მის შემცვლელს საელჩოში შესანიშნავი პროფესიონალების გუნდი დახვდება.


როგორც ნორლანდმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისი შემცვლელი იან კელი  საქართველოსთან დინამიურ ურთიერთობებს გააგრძელებს.


“ჩემი შემცვლელი, ელჩი იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა გააგრძელებენ ამ დინამიურ ურთიერთობებს იმ წერტილიდან, სადაც მე და მერი გავჩერდებით. მას ამ საელჩოში შესანიშნავი პროფესიონალების გუნდი დახვდება. რთულია, საკმარისი მადლიერება გამოხატო ჩემი ამერიკელი კოლეგების მიმართ, რომლებიც აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა უწყებებს წარმოადგენენ, ისევე როგორც ერთგული ადგილობრივი თანამშრომლების მიმართ, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მისიისთვის. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემ მეუღლე მერის მადლობა გადავუხადო მისი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. მისი რჩევები ყოველთვის ძალიან საჭირო იყო ჩემთვის. რაც მიგაჩნიათ, რომ ამ სამი წლის განნმავლობაში კარგად გავაკეთე, მისი დამსახურებაა. რაც არასწორად გავაკეთე, პირადად ჩემი ბრალია. მივმართავ ჩვენ მეგობრებს საქართველოს ყველა კუთხიდან. წინასწარ გიხდით მადლობას, რომ იანსა და ფრანჩესკას მსოფლიოში განთქმულ ქართულ მასპინძლობას გაუწევთ, ზუსტად ისე, როგორც ეს გვაგრძნობინეთ მე და მერის და ყველა ამერიკელ თანამშრომელს ჩვენ საელჩოში. გისურვებთ წარმატებას უფრო მტკიცე, უფრო აყვავებული, უფრო უსაფრთხო ქართული სახელმწიფოს შექმნაში. გთხოვთ გახსოვდეთ, სადაც არ უნდა ვიყოთ, საქართველოს მცირე ნაწილი მუდამ ჩემი და მერის გულში დარჩება. და ვიდრე კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს: საქართველოს გაუმარჯოს!”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.


საქართველოში აშშ-ის საელჩოში გამართულ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პოლიტიკოსები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი