ახალი აუდიოჩანაწერი: მირზა სუბელიანი - „ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის [სუბარი] ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს“
18-10-2018, 10:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება, ხელისუფლების მიმართ განაწყენებას გამოხატავს და ჯაფარიძეს ეუბნება - „ერთადერთი ფაქტორი, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს“, რადგან ერთ დროს სუბარის ახლო მეგობარი და მისი სასჯელაღსრულების მინისტრობისას უწყების გენერალური ინსპექციის უფროსი, დღეს უკვე ფიქრობს, რომ მისი და სუბარის „გზები გაიყრება“.

 


პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი დეპუტატ ჯაფარიძეს იმასაც ეუბნება, რომ გაუშვან და „მიშას დაბრიდავს“. (შენიშვნა: სავარაუდოდ, იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი).

 


„ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია. ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა? მე ვიცი, შევხედავ, ძმაო. გვერდში ვჭირდები? გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი-ოთხი თვე მოვამზადებ და ... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე“, ეუბნება მირზა სუბელიანი ციხეში მასთან მყოფ ვიქტორ ჯაფარიძეს.

 

 

ამავე აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს, კახა კახიშვილს და ჟურნალისტ ლალი მაროშკინასაც ახსენებს.

 


„დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრ კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი, მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ...ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორემ შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში, ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ-მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა „ზეტში“ მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი-მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ…ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო...“, ეუბნება სუბელიანი ჯაფარიძეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი