ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შვედეთის ელჩს ულრიკ თიდესთრომს შეხვდა, რომელიც თავის მოვალეობას საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს.
შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. გიორგი ქობულიამ შვედეთის ელჩს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ევროკავშირის წინაშე ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.
აღინიშნა, რომ შვედეთის მხარე ყურადღებით აკვირდება საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას და გამოთქვამს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება წარმოადგენს.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ნარჩენების მართვა და სხვ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.