ბოლო მონაცემებით, ყირიმის ქალაქ ქერჩის კოლეჯში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 20 ადამიანია დაღუპული
18-10-2018, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქერჩში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 12 ადამიანი კი - სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით -საავადმყოფოშია მოთავსებული. „რია ნოვოსტის“ ცნობით, მათგან 7 უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, სამის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ, ხოლო ორის საშუალო სიმძიმისად. მთლიანობაში კი სტაციონარებში 44 მოქალაქეა მოთავსებული.

 


ყირიმის ქალაქ ქერჩში მდებარე ერთ-ერთ კოლეჯში თავდასხმა ოთხშაბათს მოხდა. კოლეჯის შენობაში ჯერ აფეთქების ხმა გაისმა, რასაც სროლა მოჰყვა. თავდამსხმელი ამავე კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტი, ვლადისლავ როსლიაკოვი აღმოჩნდა. დაღუპულთაგან 15 პოლიტექნიკური კოლეჯის სტუდენტები არიან, ხოლო სხვა ხუთი კი თანამშრომლები. 

 


სამართალდამცველებმა თავდასხმას თავდაპირველად ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს, თუმცა მოგვიანებით, საქმე ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობის მუხლით აღძრეს.

 


რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმში ოთხდღიანი გლოვა გამოცხადდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი