19, 20 და 21 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში დაგეგმილი 100 000-კაციანი) გადაიდო, თუმცა არ დაკონკრეტებულა, გაიმართება თუ არა ის სხვა დღეებში. აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ მომდევნო დღეებში მათი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სამეგრელოში, იმერეთში და აჭარაში მართავს „ძალიან დიდ შეხვედრებს“, რაც აქციის გადადების მიზეზი გახდა.
„წინასაარჩევნო პერიოდში ბუნებრივია, გეგმები იცვლება იმის მიხედვით, სად არის უფრო მნიშვნელოვანი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს. ამ პერიოდში, ახლა ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, პრეზიდენტობის კანდიდატი დასავლეთ საქართველოში ჩასულიყო. ამიტომ, 19, 20 და 21 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე მთლიანად დასავლეთ საქართველოში იმყოფება – სამეგრელოში, იმერეთში და აჭარაში მართავს ძალიან დიდ შეხვედრებს. ამ შეხვედრების გამო გადაიდო ის აქცია, რომელიც იგეგმებოდა“, აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
თბილისის მერმა, ოთხშაბათს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ერთაინმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიას რამდენიმე დღეში დაგეგმილი 100 000 კაციანი მანიფესტაციის ჩატარებისთვის ნებართვის მისაღებად მიმართა, რაზეც მან თანხმობა გასცა, თუმცა კალაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი აქვს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
„25 სექტემბერს დედაქალაქის მერიაში შემოვიდა წერილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 19-20-21 ოქტომბერს 10 საათიდან საღამოს ექვს საათამდე, სამი დღის განმავლობაში, თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გეგმავს წინასაარჩევნო მსვლელობას, მანიფესტაციას და შეკრებას და შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა მოცემული აქვთ 100 000 ადამიანი. აღნიშნული შეკრება მონაწილეთა სიმრავლის გამო გამოიწვევს მითითებულ ტერიტორიაზე ხალხისა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის შეფერხებას და ითხოვენ გზის გადაკეტვას, ფაქტიურად. რა თქმა უნდა, პირველი უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვა, გამოხატვის თავისუფლება და ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არის და შესაბამისი სამსახურები ყველაფერს იღონებენ, რომ ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. თუ იქნება იმის საჭიროება, რომ გზა იყოს გადაკეტილი, გზა გადაიკეტება, თუ ამის საჭიროება არ იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“, განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.