კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ., ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს.
შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა.
„სამართალდამცველებმა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.