ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სანდო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
კარლ ჰარცელის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეები პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ რწმენას დაკარგავენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და თქვენთვისაც, რომ ჩატარდეს სანდო გამოძიება სხვადასხვა ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც გავრცელდა, რადგან თუ ეს საკითხი უყურადღებოდ დარჩა, შედეგად მივიღებთ იმას, რომ მოქალაქეები პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ რწმენას დაკარგავენ. ეს არ ნიშნავს დადგე რომელიმე მხარეს და თქვა ეს არის სიმართლე და ეს არასწორი. ეს არის სხვადასხვა რამის ნაზავი და ქმნის პოლიტიკის მიმართ ნდობის განადგურების რისკს. ეს არის პრობლემა, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ როგორ მივხედოთ. ბრალდებები კი რომელიც ისმის სერიოზულია და მოითხოვს საფუძვლიან გამოძიებას", განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.