ეკა ბესელია ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს: „ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა მოსახლეობაზე"
18-10-2018, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება. მისი განცხადებით, ჩანაწერების გავრცელება არ ემსახურება რამე კეთილშობილურ განზრახვას და მიმართულია წინასაარჩევნოდ არასასურველი კლიმატის შექმნისკენ, რაც როგორც ბესელია ამბობს, ფსიქოლოგიური შეტევაა მოსახლეობაზე.

 

„ყველა კარგად ხედავს, რომ ამ დარჩენილი წინასაარჩევნო კამპანიის წინ, როდესაც რამდენიმე დღეღა დარჩა ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს, რომ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში შექმნან ჩვენმა ოპონენტებმა არასასურველი კლიმატი არჩევნებისთვის. ეს არ ემსახურება დემოკრატიას და არც რაიმე კეთილშობილურ განზრახვას. ეს დაუსრულებელი ფარული ჩანაწერების ომი, რომელიც მიმაჩნია პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულად და უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების რეალიზება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, ამაზეც რეაგირება უნდა მოხდეს და დასრულდეს იმიტომ, რომ ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა მოსახლეობაზე, ეს არის დარღვევა კანონის", განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი