საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილი პრინცის შესაბამისი წერილი საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს გადაეცა.
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს. გვსურს გამოვხატოთ ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ ქართველ ხალხს.
მძიმე დროს მეგობრები ყოველთვის ერთმანეთის გვერდში დგანან. ფონდი Alwaleed Philanthropies ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც დახმარებას უწევს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს. გვწამს, რომ სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია, ამიტომ დაუყოვნებლივ დავუკავშირდით საქართველოს ელჩს საუდის არაბეთში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფონდის მიერ გამოყოფილი 300.000 აშშ დოლარის ოდენობის შენატანის განხორციელება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად და დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვლოცულობთ თქვენი და ქართველი ხალხისთვის", - აღნიშნულია საუდის-არაბეთის პრინცის წერილში, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.